საქართველოს ფლორის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მცენარეები:


1.  სამასალე მერქნის მომცემი ხეები.
2.  ველური ხილი და საჭმელი მცენარეები.
3.  ეთერზეთოვანი მცენარეები.
4. მთრიმლავი მცენარეები.
5. ბალახოვანი მცენარეები.
6. სამკურნალო მცენარეები, რომლებიც ფარმაკოლოგიაში გამოიყენება.
7. თაფლოვანი მცენარეები.

                        ტყის რესურსები

            როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოში ტყით დაფარული ფართობების დიდი უმეტესობა მთათა ფერდობებზე მოდის. ამიტომ ტყე ასრულებს ისეთ ეკოლოგიურ ფუნქციებს, როგორიცაა ნიადაგდაცვითი (ეროზიისა და მეწყერსაწინაამღდეგო) წყალდაცვითი და წყალმარეგულირებელი, კლიმატმარეგურილებელი, ზვავსაწინააღმდეგო და სხვ. პრაქტიკულად შეუძლებელია ამ არსებითი სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების (ეკონომიკური) შეფასება.

No comments:

Post a Comment