ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეები


• 1. ბიომრავალფეროვნების რესურსების ჭარბი და/ან არალეგალური მოპოვება
• 2. საარსებო გარემოს (ჰაბიტატების) განადგურება/დეგრადაცია
• 3. გარემოს დაბინძურება















ბიომრავალფეროვნების რესურსების ჭარბი             და/ან არალეგალური მოპოვება

            სახეობების ჭარბი მოპოვება, (ნადირობა, ტყის ჭრა, თევზჭერა და ა.შ.) ბიოლოგიური მრავალფეროვნების განადგურების მნიშვნელოვანი ფაქტორია. დედამიწაზე გადაშენეული სახეობების 23% სწორედ ნადირობას უკავშირდება. მცენარეთა და ცხოველთა მრავალი სახეობა გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშეა; ეკონომიკური მნიშვნელობის ცხოველთა არასანადირო სახეობებისა და მცენარეებისათვის (მცირე გამონაკლისის გარდა) დაუდგენელია მოპოვების ქვოტები, რაც ბიოლოგიური რესურსების ჭარბი და უკონტროლო გამოყენების წინაპირობას ქმნის; ძალიან სამწუხაროდ, ბრაკონიერობის დონე ჩვენს ქვეყანაში დღემდე საკმაოდ მაღალია.

საბინადრო გარემოს (ჰაბიტატების)          განადგურება/დეგრადაცია

                ტყეების განადგურება გარემოს დეგრადაციის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მზარდი კომპონენტია. ტყეები განსაკუთრებით სწრაფად ნადგურება რამდენიმე ფაქტორის ერთდროული მოქმედებით (მაგალითად: ტყის ხანძრები, ჩეხვა და ძოვება).






No comments:

Post a Comment