როგორ ბინძურდება გარემო


               დაბინძურება შესაძლოა გარემოს დეგრადაციის რომელიმე ფორმის (მაგ. სახეობათა გადაშენება, ტყეების განადგურება) მიზეზი გახდეს. მისი სახეებია: ბიოლოგიური, მიკრობიოლოგიური, მექანიკური, ქიმიური, ფიზიკური (თერმული, სინათლით, ხმაურით, ელექტრომაგნიტური და რადიაციული) დაბინძურება. გარემოს დაბინძურების ძირითადი ფორმებია: ჰაერის დაბინძურება, წყლის დაბინძურება, ნიადაგის დაბინძურება (ჰიდროკარბონატებით, მძიმე მეტალებით, ჰერბიციდებით, პესტიციდებით და სხვ.), რადიაციული დაბინძურება, ხმაურით დაბინძურება (თვითმფრინავების, სატრანსპორტო მაგისტრალების, ინდუსტრიული ხმაური და სხვ.), ვიზუალური დაბინძურება (მაგ. ელექტროგადამცემი ხაზები, წიაღისეულის მოსაპოვებელი ღია კარიერებით დამახინჯებული ლანდშაფტი, მუნიციპალური ნაგავსაყრელები), თერმული დაბინძურება (ბუნებრივი წყალსატევების ტემპერატურის ცვლილება ადამიანის საქმიანობის შედეგად). თითოეული მათგანი კიდევ მრავალ ქვესახეობად იყოფა, ამიტომ ზოგადი დახასიათებაც კი ძალზე შორს წაგვიყვანდა. სამთო-მოპოვებითი მრეწველობა გარემოს დეგრადაციის და დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. წიაღის მოპოვება იწვევს ეკოსისტემების განადგურებას, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას, ხდება ეროზიული პროცესები და სხვ. საქართველოში ყველაზე უფრო გავრცელებულია წიაღისეულის მოპოვება ღია კარიერული წესით.
 

No comments:

Post a Comment